ფეხბურთი

0:58 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ „ბეტისის“ მეკარით დაინტერესდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „ბეტისის“ მეკარე, პაუ ლოპესი, შესაძლოა „ბარსელონაში“ აღმოჩნდეს - გვამცნობს Sport.es. პორტალის ინფორმაციით, კატალონიელები 24 წლის კარის დარაჯს ჰოლანდიელი იასპერ სილესენის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა და დიდი ალბათობით, კლუბს დატოვებს. სავარაუდოდ ის ლისაბონის „ბენფიკას“ შეუერთდება.

ლოპესის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 35 მილიონი ევროა, თუმცა კლუბებს შორის არსებული კარგი ურთიერთობა „ბარსელონას“ მესვეურებს იმედს აძლევს, რომ ბეტისელები ფასს დააკლებენ. ამავდროულად კატალონიელები ალტერნატიულ ვარიანტზეც მუშაობენ.

საინტერსოა, რომ „ბარსას“ ქომაგებს ლოპესი მაინცდამაინც არ უყვართ, რადგან ერთხელ, „ესპანიოლის“ ფეხბურთელობისას, მან ლიონელ მესის ფეხზე დააბიჯა და დააშავა.

0.140352