ჩოგბურთი

14:43 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რომის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის დედაქალაქ რომში გასამართი მასტერსისთვს ემზადება. აღნიშნული ტურნირის დაწყებამდე კი უკვე ცნობილია ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე. ჩვენებური უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შეხვდება.

აღნიშნული წყვილი ერთმანეთს აქამდე 5-ჯერ შეხვედრიან, თუმცა ბასილაშვილმა პრინციპული მეტოქის დამარცხება მხოლოდ ერთხელ მოახერხა, 4-ჯერ კი დამარცხდა.

რომის მასტერსი სტარტს 15 მაისს აიღებს და 21 მაისამდე გაგრძელდება. თუ ბასილაშვილი უნგრელი მეტოქის დამარცხებას მოახერხებს, მეორე წრეში მისი მომდევნო მეტოქე ყაზახ მიხაილ კუკუშკინსა და სერბ ლასლო ჯერეს შორის გამარჯვებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111133