ფეხბურთი

13:55 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბრესტი" ლიგა 1-ს დაუბრუნდა

საფრანგეთის ლიგა 1-ში „ბრესტი“ დაბრუნდა. ლიგა 2-ის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ბრესტმა“ 74 ქულა დააგროვა და მეორე პოზიცია ოფიციალურად მას შემდეგ გაიფორმა, რაც „ნიორი“ 3:0 დაამარცხა.

ამრიგად, „ბრესტი“ „მეცის“ შემდეგ მეორე გუნდია, რომელიც საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა. სხვათა შორის, ბოლო ტურში ეს გუნდები სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

აქვე გეტყვით, რომ „ბრესტი“ ლიგა 1-ში ბოლოს 2012-2013 წლების სეზონში თამაშობდა, მაგრამ ბოლო, მეოცე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115338