ფეხბურთი

11:40 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი - "ჩელსის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

ლონდონის „ჩელსიში“ 2018-2019 წლების სეზონი შეაჯამეს. ყოველწლიური, სეზონი გალადაჯილდოება გაიმართა, სადაც „არისტოკრატების“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ახალგაზრდა ფეხბურთელი და ქალტა გუნდის საუკეთესო მთამაშეც გამოავლინეს.

რა გასაკვირია, რომ „ჩელსის“ 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ედენ აზარი გახდა, ფეხბურთელთა და გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად. ბელგიელს ასევე გადაეცა ჯილდო სეზონის საუკეთესო გოლისთვის, რომელიც „ლივერპულის“ კარში გაიტანა.

ბელგიელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში 50 თამაში ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ კლუბის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი, კალუმ ჰოდსონ-ოდოი აღიარეს. შეგახსენებთ, „ჩელსი“ ევროპა ლიგის ფინალში თანაქალაქელ „არსენალს“ დაუპირისპირდება.

Loading...
სტატისტიკა
0.267618