ფეხბურთი

10:45 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიომინი კვარაცხელიაზე: "გულშემატკივრები უკვე მის სახელს სკანდირებენ"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო გოლს გამოეხმაურა. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, ქართელები "ლოკომოტივში" ყოველთვის სასარგებლო მოთამაშეები იყვნენ.

- უკვე მიულოცეთ გოლი კვარაცხელიას?

- ხვიჩას ბიჭებმაც მიულოცეს და გულშემატკივრებმაც, რომლებიც მის სახელს სკანდირებდნენ. როდესაც ფეხბურთელი მოედანზე შედის და მუშაობს, ქომაგებს ეს ყოველთვის მოსწონთ. კარგია, რომ გაიტანა, ქართველები "ლოკომოტივში" ყოველთვის ვარგოდბნენ", - თქვა სიომინმა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას ყაზანის „რუბინის“ კარი დალაშქრა და XXI საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში გოლი გაიტანა.

0.113437