ფეხბურთი

0:00 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი: "მინდა ევროპა ლიგა მოვიგო და მომავალზე შემდეგ ვიფიქრებ"

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი მხოლოდ აწმყოზე ფიქრობს და მიმდინარე სეზონის წარმატებით დასრულებაზე კონცენტრირებული. ბელგიელი ფეხბურთელის განცხადებით, არ იცის, სად ითამაშებს მომავალ სეზონში.

„ჩვენ შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ გერმანელების დამარცხება ადვილი არ იყო. ბედნიერები ვართ და ბაქოში გამარჯვებისთვის წავალთ. გადამწყვეტი პენალტი? ყოველთვის მზად ვარ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად. ახლა „არსენალის“ დამარცხებაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ჩვენი მისია ჯერ არ დასრულებულა.

„მოცემულ მომენტში მომავალზე არ ვფიქრობ და მხოლოდ გუნდზე ვარ კონცენტრირებული. მინდა ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ევროპა ლიგა მოვიგო, თუმცა არ ვიცი, ეს ჩემი ბოლო თამაში იქნება თუ არა „ჩელსის“ მაისურით“, - თქვა აზარმა.

შეგახსენებთ, ბელგიელ შემტევს მადრიდის „რეალს“ უკვე კარგა ხანია აქტიურად უკავშირებენ. „ჩელსისთან“ კონტრაქტი კი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მის გახანგრძლივებაზე უარი არაერთხელ თქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119839