ფეხბურთი

14:43 | 10.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურა ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელია

უეფამ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩემპიონთა ლიგაში კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა. გამოკითხვის კვალად, გამარჯვებული „ტოტენჰემის“ ბრაზილიელი გარემარბი ლუკას მოურა გახდა, რომელმაც ტურნირის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის მეორე ტაიმში „აიაქსთან“ ჰეთ თრიქი შეასრულა და თავისი გუნდი ისტორიაში პირველად ლიგის ფინალში გაიყვანა.

მოურას გარდა, საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ მისი თანაგუნდელი მუსა სისოკო. ასევე „ლივერპულის“ მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ნახევარმცველი ჟორჟინიო ვეინალდუმი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს „ბასელონას“ დამარცხებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112069