კალათბურთი

12:55 | 10.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას "ბასკონიამ" ბურჯანაძის "გიპუზკოა" დაამარცხა (+VIDEO)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 31-ე ტურში ბექა ბურჯანაძის „გიპუზკოა“ თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ დაუპირისირდა და საკუთარ დარბაზში 10 ქულიანი სხვაობით - 77:87 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელები ორივე გუნდის შემადგენლობაში სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდნენ:

ბექამ პარკეტზე 26:06 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 8 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი შესძინა.

შენგელიამ კი 25:25 წუთი ითამაშა და სხენებულ დროში 13 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

ამ გამარჯვების შემდგომ „ბასკონიას“ 31 თამაშიდან 24 მოგება და 7 მარცხი აქვს და მე-3 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას კი "სან პაბლო ბურგოსთან" გამართავს. „გიპუზკოა“ კი 10 მოგებითა და 21 მარცხით ბოლოსწინა ადგილზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება. შემდეგ მატჩს კი "ფუენლაბრადასთან" ჩაატარებს.

0.125024