ჩოგბურთი

11:44 | 10.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი მეოთხედფინალში ვავრინკას შეხვდება

ესპანელი რაფაელ ნადალი მადრიდის მასტერსის ¼-ფინაში გავიდა, სადაც მისი მეტოქე შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა იქნება.

1/8-ფინალში ნადალმა ფნრენსის ტიაფოს 6:3, 6:4 აჯობა.ნადალს ტიაფოს ჩაწოდებაზე თამაში უჭირდა, ორივე სეტში რაფამ თითო-თითო უპასუხო ბრეიკი შეასრულა. ტიაფოს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ისიც ვერ გამოიყენა.

ვავრინკამ თავის მხრივ კეი ნიშიკორი მძიმე ბრძოლაში 6:3, 7:6 დაამარცხა.

ურთიერთშეხვედრებში ნადალი ვავრინკას 17:3-ს უგებს, ხოლო თიხის საფარზე ანგარიში 6:1-ია. შეხვედრა 10 მაისს თბილისის დროით 23:30 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107456