ფეხბურთი

10:17 | 10.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონაში“ ვალვერდე, შესაძლოა, კუმანმა შეცვალოს

“ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, დიდი ალბათობით, სეზონის დამთავრებისთანავე დატოვებს კლუბს - წერს Sport.es. გამოცემის ინფორმაციით, მისი სავარაუდო შემცვლელი რონალდ კუმანი იქნება, რომელიც ამჟამად ჰოლანდიის ნაკრებს წვრთნის. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა კიდევ ერთი ჰოლანდიელის, „აიაქსის“ დამრიგებლის, ერიკ ტენ ჰაგის კანდიდატურასაც განიხილავს.

„ბარსელონას“ დირექტორთა საბჭო სხდომას ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ (25 მაისი) ჩაატარებს და ვალვერდეს მომავალს განიხილავს, რომლის მწვრთნელობისასაც, კატალონიური კლუბი უკვე ზედიზედ მეორე სეზონია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფიდან ვარდება, პირველ შეხვედრაში მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობის შემდეგ.

ვალვერდემ „ბარსელონა“ 2017 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ოთხი ჯილდო ირგუნა; ორჯერ ესპანეთის ჩემპიონობა, ერთი ქვეყნის თასი და ერთიც სუპერთასი.

0.129475