ფეხბურთი

21:42 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი მენისკის ოპერაციას გაიკეთებს

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი მარჯვენა ფეხზე მენისკის ოპერაციას გაიკეთებს. აღნიშნული ინფორმაცია "ბლაუგრანას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. სარეაბილიტაციო პერიოდის ვადა ოპერაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

32 წლის სუარესმა მიმდინარე სეზონში 49 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Loading...
სტატისტიკა
0.249526