ფეხბურთი

20:27 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი "ლივერპულთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი "ლივერპულთან" ახალ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. როგორც Footbsall Hub-ი იუწყება, 51 წლის სპეციალისტს ხელფასს გაუზრდიან და წელიწადში 7 მილიონის ნაცვლად 8.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. კლოპს "მერსისაიდელებთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და გუნდს 2015 წლიდან წვრთნის.

იურგენის გუნდმა ზედიზედ მეორედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, მიმდინარე სეზონის ნახევარფინალში კი "ბარსელონა" პირველი მატჩის სამბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ საპასუხო დაპირისპირებაში 4:0 დაამარცხა და ფინალში "ტოტენჰემს" შეხვდება. "ლივერპულს" ასევე შანსი აქვს პრემიერლიგის ბოლო ტურში ინგლისის ჩემპიონი გახდეს, "წითლები" პირველადგილოსან "მანჩესტერ სიტის" ერთი ქულით ჩამორჩებიან.

0.118137