ფეხბურთი

13:27 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰიუტერი: „ყველაფერს გავაკეთებთ ბაქოში მოსახვედრად“

ფრანკფურტის „აინტრახტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ადოლფ ჰიუტერმა, „ჩელსისთან“ ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალუი მატჩის წინ (პირველი შეხვედრა 1:1), ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება გაუზიარა.

„ამ 90 წუთში ყველაფერს გავაკეთებთ ბაქოში მოსახვედრად (ევროპა ლიგის წლევანდელი ფინალი ბაქოში გაიმართება 29 მაისს). როცა ასე შორს გადიხარ ტურნირზე, აუცილებლად ფინალში თამაში გინდება.

ჩემს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია. „სტემფორდ ბრიჯზე“ თამაში უკვე უდიდესი მოტივაციაა. მოუთმენლად ველით მატჩს.“ - უთხრა ჰიუტერმა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს.

„ჩელსისა“ და „აინტრახტის“ დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.115194