ფეხბურთი

12:23 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარსელინო: „ვალენსიას“ 2:0 მოგება სჭირდება. გვჯერა, რომ ამას შევძლებთ“

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინომ, „არსენალთან“ ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს საკუთარი აზრი გაუზიარა.

„ფინალში გასვლის შანსი ერთი-ორად გაიზრდება თუკი ჩვენი გულშემატკივრები პირველი წუთიდანვე მხურვალედ გვიქომაგებენ. ძალიან რთული მატჩი იქნება, ამიტომ მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. უმაღლესი კლასის გუნდს ვეთამაშებით, რომელიც მცირედი უყურადღებობისთვისაც მკაცრად დაგსჯის. 2:0 მოგება გვჭირდება და მჯერა, რომ ამას შევძლებთ.

ფრთხილად და გონივრულად უნდა ვითამაშოთ, მაშინ ფინალში გასვლის შანსიც გვექნება. იანვარში ვერც წარმოვიდგენდით ასე შორს თუ გავიდოდით ტურნრზე. მაგრამ დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და ახლა გვჯერა, რომ თასის მოგებაც შეგვიძლია.“ - უთხრა მარსელინომ უეფას პრესსამსახურს.

0.143114