ფეხბურთი

11:51 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: „პირველი მატჩის ანგარიში არაფერს ნიშნავს“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, „ვალენსიასთან“ ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ ჟურნალსტებს უთხრა, რომ პირველი შეხვედრა, რომელიც „მეთოფეებმა“ 3:1 მოიგეს, არაფერს ნიშნავს. გუნდების შანსები კვლავ თანაბარია.

„მოტივაცია ისეთივე გვაქვს, როგორიც პირველი მატჩის წინ. შანსები კვლავ თანაბარია. პირველ შეხვედრას, ამ მხრივ, ბევრი არაფერი შეუცვლია. ძალიან რთული მატჩი გველის. მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. თუმცა ჩვენს წინააღმდეგ კარგად ორგანიზებული გუნდი წარსდგება. მათ აუცილებლად უნდა გაიტანონ და შეგვიტევენ. ჩვენი ამოცანაა დაცვაში ყურადრბით გავირჯეთ და ჩვენი შანსი გამოვიყენოთ.

შესაძლოა, შეხვედრა 90 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდეს, ამიტომ სოლიდურად უნდა გამოვიყურებოდეთ და ხარისხიანი მატჩი ჩავატაროთ.“ - უთხრა ემერიმ უეფას პრესსამსახურს.

0.122246