ფეხბურთი

10:49 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი „იუვენტუსს“ დატოვებს

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, სეზონის დამთავრების შემდეგ საკუთარ პოსტს დატოვებს - გვამცნობს Sport Mediaset. გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტი და კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი, ასეთ გადაწყვეტილებამდე სამომავლო სატრანსფერო პოლიტიკის განხილვისას მივიდნენ.

ალეგრისთვის პსჟ ყოფილა საინტერესო, მის ადგილზე კი ანტონიო კონტეს მოიაზრებენ. ამ უკანასკნელის კანდიდატურას კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, პაველ ნედვედი უჭერს მხარს.

ალეგრი „იუვენტუსში“ 2014 წელს მივიდა. ამ ხუთი წლის განმავლობაში გუნდი ხუთჯერ გახადა ქვეყნის ჩემპიონი, ოთხჯერ ქვეყნის თასი და ორჯერ სუპერთასი მოიგო. ის ოთხჯერ დაასახელეს იტალიის საუკეთესო მწვრთნელად.

ასევე ალეგრი პირველი სპეციალისტია იტალიური ფეხბურთის ისტორიაში, ვინც „ოქროს დუბლი“ (ქვეყნის ჩემპიონატი და თასი) ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121252