ფეხბურთი

3:59 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ედვინ ვან დერ სარი "აიაქსის" სამომავლო გეგმებზე...

ამსტერდამის „აიაქსის“ გენერალურმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა „ტოტენჰემთან“ (2:3) მარცხის შემდეგ გუნდის მომავალზე ისაუბრა. ლეგენდარული მეკარის განცხადებით, ფრენკი დე იონგისთვის და მატის დე ლიხტისთვის ეს „აიაქსში“ განსაკუთრებული ტიტულის მოგების ბოლო შანსი იყო.

თუმცა, ედვინი იმედოვნებს, რომ სხვა წამყვანი ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის შენარჩუნებას შეძლებენ:

„ფრენკი დე იონგი უკვე „ბარსელონას“ ფეხბურთელია, დე ლიხტი კი შესაძლოა ინგლისში ან ესპანეთში წავიდეს. ვფიქრობ, ფეხბურთელებსაც სურთ რაღაცის მოგება. ალბათ, მათთვის ბოლო შანსი იყო განსაკუთრებული ტიტული მოეგოთ ჩვენი გუნდის შემადგენლობაში. მატისი 12 წლიდან აქაა და ვიმედოვნებ, რომ დიდი დასასრული იქნება.

ტენ ჰაგი? გვინდა, რომ მომავალ სეზონშიც შევინარჩუნოთ თავის პერსონალთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში მე და მარკ ოვერმარსს შვებულების დროს ბევრი სამუშაო გვექნება (იღიმის - რედ). იმედია, ბევრ ფეხბურთელს არ გავყიდით, თუ არადა, ალტერნატივის მოძიება ჩვენს აკადემიაში მოგვიწევს და ამის რესურსი არსებობს. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ მხოლოდ ორ-სამ ფეხბურთელს გავყიდით“, - აღნიშნა ვან დერ სარმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113306