ფეხბურთი

3:08 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას მოურას ისტორიული ჰეთ-თრიქი ჩემპიონთა ლიგაზე

ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ლუკას მოურამ ამსტერდამის „აიაქსის“ კარში სამი გოლი გაიტანა და თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. შედეგად, ბრაზილიელი მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხა.

ლუკას მოურამდე იგივე შედეგით თავს ალესანდრო დელ პიერო (1998 წელს „მონაკოსთან“), ივიცა ოლიჩი (2010 წელს „ლიონთან“), რობერტ ლევანდოვსკი (2013 წელს „რეალთან“. პოლონელმა პოკერიც შეასრულა) და კრიშტიანუ რონალდუ (2017 წელს „ატლეტიკოსთან“) იწონებდნენ.

მოურას შედეგი იმით გამოირჩევა, რომ სამივე გოლი ერთ ტაიმში გაიტანა. ზემოხსენებული ფეხბურთელებიდან იგივე მხოლოდ ლევანდოვსკის აქვს გაკეთებული. მოკლედ, ბრაზილიელი ამ საღამოს არასდროს დაივიწყებს.

საერთოდ, სამხრეთ ამერიკელი მიმდინარე სეზონს წარმატებულად ატარებს და 15 გოლი აქვს გატანილი. ამაზე უფრო შედეგიანი მისთვის 2016-2017 წლების სეზონი იყო, როდესაც პსჟ-ში 19 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ ლუკასმა გაიტანა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ბარსელონას“ კარში გადამწყვეტი გოლი (1:1), რომელმაც „ჰოტსპური“ პლეი-ოფში გაიყვანა.

და კიდევ, მოურასთვის ეს თამაში 50-ე იყო ჩემპიონთა ლიგაზე. აქედან 22-ე პლეი-ოფის სტადიაზე და გოლ(ებ)ის გატანა პლეი-ოფში პირველად მოახერხა - ზუსტ დროს, ზუსტ ადგილას...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118767