ფეხბურთი

0:16 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო: "იმედია ერთ მშვენიერ დღეს "მილანის" მწვრთნელი გავხდები"

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო იმედოვნებს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც „მილანის“ თავკაცი გახდება. უკრაინელმა სპეციალისტმა არ დამალა, რომ ლომბარდიული გრანდის გაწვრთნის დიდი სურვილი აქვს.

„მილანი“ არის გუნდი, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილია. თუმცა, ამ მომენტში ეროვნულ ნაკრებში დაკავებული ვარ, გატუზო კი კარგად მუშაობს. რა თქმა უნდა, მინდა ერთ დღესაც „როსონერის“ მწვრთნელი გავხდე და შესაძლოა, ჩემი რიგიც მოვიდეს“, - თქვა შევჩენკომ DAZN-თან საუბარში.

შეგახსენებთ, შევჩენკო უკრაინის ნაკრებში 2016 წლიდან მოყოლებული მუშაობს. „მილანში“ 1999-2006 და 2008-2009 წლებში ჩატარებულ 322 თამაშში 175 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110077