ფეხბურთი

23:41 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

აგენტი: "ბეილს "რეალში" დარჩენა უნდა, მაგრამ ზიდანი ასე არ ფიქრობს"

გარეთ ბეილს „რეალში“ დარჩენა უნდა, მაგრამ ზინედინ ზიდანი საპირისპირო აზრზეა. ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა უელსელი ფეხბურთელის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა.

„პრემიერლიგაში დაბრუნება? შესაძლებელია. გარეთს „რეალში“ დარჩენა უნდა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ იგივე სურვილი ზიდანსაც ჰქონდეს. ამ მომენტში ბეილს „რეალში“ დარჩენის სურვილი აქვს და მზადაა კონტრაქტის ბოლომდე სიამოვნებით ითამაშოს მადრიდში. ვფიქრობ, ის რჩება მსოფლიოს 3-4 საუკეთესო ფეხბურთელს შორის, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგივეს ფიქრობდეს ზიდანიც. თუმცა, ეს მისი აზრია და გაკრიტიკებას არ ვაპირებ“, - ციტირებს ბარნეტის სიტყვებს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი „რეალში“ 2013 წლიდან თამაშობს და ყველაზე მეტად ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებაა მოსალოდნელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117033