ფეხბურთი

22:40 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ერთა ლიგაზე ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ უეფას ერთა ლიგის ფინალურ ტურნირში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა დაადასტურა.

„რა თქმა უნდა, რონალდუ გუნდში იქნება. ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი არყოფნა განმარტებულია, ლეგიტიმურია და გასაგებია“, - თქვა სანტუშმა.

როგორც იტალიური მედია წერს, რონალდუს „ოქროს ბურთის“ მოგება უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგას „იუვენტუსი“ უკვე გამოეთიშა.

აქამდეც ბევრჯერ დადასტურდა, რომ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ამ ჯილდოს მოსაპოვებლად საკმარისი არაა. მაგალითისთვის, ვესლი სნეიდერი, ფრანკ რიბერი, დიეგო მილიტო, ანდრეს ინიესტა, ჩავი, მანუელ ნოიერიც გამოდგებიან.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ოთხთა ფინალი პორტუგალიაში 5-9 ივნისს გაიმართება. ნახევარფინალში პორტუგალია შვეიცარიას, ხოლო ინგლისი ჰოლანდიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119044