ფეხბურთი

20:18 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ფამაგუსტას „ანორთოსისში“ დაბრუნდა. როგორც კვიპროსული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ქართველმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ქეცბაია „ანორთოსისის“ ლეგენდაა, სადაც როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში წარუშლელი კვალი დატოვა. ქეცბაია „ანორთოსისში“ 1992-1994 წლებში თამაშობდა და 76 მატჩში 36 გოლიც გაიტანა. აეკ-ში, „ნიუკასლში“, „ვულვზსა“ და „დანდში“ თამაშის შემდეგ თემური კვიპრულს გუნდს 2002 წელს დაუბრუნდა, სადაც ოდნავ მოგვიანებით მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსით თამაშობდა.

2005 და 2008 წლებში „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2007 წელს ქვეყნის თასი და სუპერთასი მოაგებინა. 2008-2009 წლების სეზონში კი ფამაგუსტელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა და კვიპროსული ფეხბურთის ისტორია დაწერა (ჯგუფურ ეტაპზეც „ანორთოსისს“ თავი არ შეურცხვენია).

აქვე გეტყვით, რომ ქეცბაია „ანორთოსისის“ გარდა „ოლიმპიაკოსს“, „აპოელს“, აეკ-ს, „ორენბურგსა“ და საქართველოს ნაკრებს ედგა სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128722