ფეხბურთი

16:36 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

Mundo Deportivo: აეროპორტში "ბარსას" გულშემატკივრები მესის დაუპირისპირდნენ

კატალონიის „ბარსელონასა“გულშემატკივრები და ლიონელ მესი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ინციდენტი ლივერპულის აეროპორტში მოხდა.

„წითლებთან“ მარცხით იმედგაცრუებული ქომაგები აეროპორტში მესის ელოდებოდნენ, რომელიც იქ დაგვიანებით მივიდა დოპინგ კონტროლის გამო. მესისთან ერთად იმყოფებოდა სტაფის ერთ-ერთი წარმომადგენელი პეპე კოსტა, რომლის ჩარევის შემდეგ დაპირისპირება განიმუხტა.

გარდა ამისა, ესპანური გამოცემა წერს, რომ პარალელურად, ლიონელს გულშემატკივართა მეორე ნაწილი აპლოდისმენტებით შეხვდნენ და გაამხნევეს.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ „ეინფილდ როუდზე“ „ლივერპულთან“ 0:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11538