ფეხბურთი

14:45 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესის კატასტროფული სტატისტიკა "ლივერპულთან" შეხვედრაში

კატალონიის „ბარსელონას“ მორიგი ცუდი საღამო ჩემპიონთა ლიგაზე. 2014-2015 წლების სეზონს თუ არ ჩავთვლით, „ბლაუგრანა“ უკანასკნელი წლებია ევროპის უპრესიტჟულეს ტურნირში მაინც და მაინც, საიმედოდ ვერ თამაშობს.

„ლივერპულთან“ კატალონურმა გრანდმა სამბურთიანი უპირატესობა გაატანა ქარს (უკვე ზედიზედ მეორე სეზონია). ბუნებრივია, „ბარსას“ კარგი თამაში პირდაპირაა დამოკიდებული ლიონელ მესის შესაბამის გარჯაზე და პირიქით.

ამჯერად, ლეოს „ენფილდ როუდზე“ დასავიწყებელი საღამო ჰქონდა. სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ ლეომ ბურთი 17-ჯერ დაკარგა და მხოლოდ ორჯერ მოიპოვა. საინტერესოა, რომ „ბარსელონაში“ მასზე უარესი მაჩვენებელი მხოლოდ ჟორდი ალბას (21 დაკარგული ბურთი) ჰქონდა. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ ერთადერთხელ დაჯარიმდნენ, რაც, ლოგიკურია, როდესაც მესი გქვია, ძალიან დაბალი შედეგია.

ბოლოსკენ იმასაც გეტყვით, რომ არგენტინელს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 112 გოლიდან ნახევარფინალურ სტადიაზე მხოლოდ 6-ჯერ აქვს თავი გამოჩენილი. ამავე ეტაპზე, ოღონდ სტუმრად კი, ბოლოს 2011 წელს გაიტანა, როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალი“ დაამწუხრა.

0.115305