კალათბურთი

10:46 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუსკეტსი: „ბოდიში „ბარსელონას“ გულშემატკივრებს“

„ლივერპული“ „ბარსლეონას“ (4:0) მატჩის შემდეგ კატალონიელთა საყრდენმა ნახევარმცველმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ რომ ერთი გოლი გაეტანათ, ამით ყველაფერი შეიცვლებოდა.

„ლივერპული“ ჩვენზე უკეთესი იყო. მათ თავიდანვე აქტიურად დაიწყეს თამაში. „მერსისაიდელებმა“ შეხვედრა თავიდანვე ჩვენზე დიდი ზეწოლით დაიწყეს ერთი გოლი გაგვიტანეს და შემდეგ ჩვენც დინებას მივყევით.

ბოდიში ყველა ჩვენს გულშემატკივარს. ბოდიში რადგან შარშანაც, „რომასთან“ სამბურთიანი ჰანდიკაპი გავფლანგეთ და ახლაც, ეს „ბარსელონას“ არ ეპატიება. ჩვენ რომ „ენფილდზე“ ერთი გოლი გაგვეტანა, ამით ყველაფერი შეიცვლებოდა. გვქონდა მომენტები და შეგვეძლო გატანა“- განაცხადა ბუსკეტსმა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" ორი მატჩის ჯამში "ბარსელონა" 4:3 დაამარცხა და ფინალში "აიაქსსა" და "ტოტენჰემს" შორის უკეთესს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120587