სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:21 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ენფილდური" სასწაული! (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მიმდინარე სეზონში არაფერი გვაკვირვებს და არც „ლივერპულისგან“ უნდა გვიკვირდეს სასწაული. უბრალოდ, მოჰამედ სალაჰისა და რობერტო ფირმინოს გარეშე, „წითლები“ „ბარსელონასთან“ თითქოს განწირულნი იყვნენ.

მაგრამ, „ენფილდ როუდის“ ბინადრებისთვის შეუძლებელი არაფერია და ეს კიდევ ერთხელ (ვინ მოთვლის მერამდენედ) დამტკიცდა. „ენფილდზე“ დიდებული შეხვედრა დიდებულ სტილში დაიწყო, ორმხრივი იერიშებით და საგოლე მომენტებით. მე-7 წუთზე კი ანგარიში გაიხსნა. ჯორდან ჰენდერსონის შესანიშნავი თამაშის შემდეგ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კარგად ითამაშა, მაგრამ დამატებაზე დივოკ ორიჯიმ გაიტანა.

„ბარსელონას“ ჰქონდა საგოლე მომენტები და პირველ ტაიმში ერთი გოლით შეეძლო ყველაფერი დაესრულებინა, მაგრამ ვერ გამოიყენა. აი, მეორე ნახევარში კი „ბლაუგრანა“ მოედანზე აღარ გამოსულა. დიახ, თუ არ ჩავთვლით ტაიმის დასაწყისში ლუის სუარესს მომენტს, ესპანურ გრანდს მეტი არაფერი შეუქმნია და მხოლოდ იმით გამოირჩა, რომ დაცვაში კატასტროფულად ითამაშა.

იურგენ კლოპს შესვენებაზე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ტრავმირებული რობერტსონი ჯორჯინიო ვეინალდუმმა ჩაანაცვლა და ჰოლანდიელი გახდა ის ჯოკერი, რომელმაც ისტორიულ ქამ-ბექს ფრთები შეასხა. ვეინალდუმმ 54-ე და 56-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა და ყველაფერი თავიდან დაიწყო! ჰოლანდიელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგაზე ორი გოლი გაუტანა, როდესაც მოედანზე ცვლილებიდან შევიდა. მოკლედ, კლოპს ნდობა გაუმართლა და ნათელი იყო, რომ „წითლები“ ასეთ მუხტს ხელიდან არ გაუშვებდნენ.

თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი, ორიჯიმ, რომელმაც „ბარსას“ რბევა დაიწყო, დაასრულა კიდეც. კუთხურს აწვდიდა „ლივერპული“, როდესაც ესპანელებმა დაცვაში დაიძინეს, მსგავსი უყურადღებობა წესით ვარჯიშებზეც დაუშვებული უნდა იყოს, არათუ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მაგრამ ფაქტია - გოლი გავიდა. ალექსანდერ-არნოლდის პასი და ორიჯის გოლი ერთი შეხებით. ყველაფერი დასრულდა. ისტორიული ქამ-ბექი და „ლივერპული“ 1 ივნისს, მადრიდულ ფინალში ითამაშებს. იქ, მისი მეტოქე ან „აიაქსი“ იქნება, ან „ტოტენჰემი“.

„ბარსელონამ“ შარშან „რომასთან“ 4:1 გაანიავა, ახლა „ლივერპულთან“ 3:0 და არავინ იცის, როდემდე ექნება ნდობის მანდატი პატივცემულ ერნესტო ვალვერდეს. „ლივერპული“ კი, ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ბოლოს ინგლისური გუნდი მსგავსი მიღწევით 10 წლის წინ გამოირჩა („მანჩესტერი“ 2008-2009 წლების ფინალისტი).

„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში მეცხრედ ითამაშებს და ამ შედეგით ტურინის „იუვენტუსს“ გაუთანაბრდა და მხოლოდ „რეალს“ (16 ფინალი), „მილანს“ (11) და „ბაიერნს“ (10) ჩამორჩება. ჰო, კიდევ, ჩემპიონთა ლიგაზე ესპანური გუნდების ჰეგემონია დაემხო და პირველად 2013 წლის შემდეგ, ევროპის საკლუბო ჩემპიონი პირინეის ნახევარკუნძულის წარმომადგენელი არ იქნება.

და ბოლოს, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე პირველ შეხვედრაში დამარცხებული გუნდი მეხუთედ გავიდა, რაც ამ ტურნირის ისტორიაში ერთი სეზონისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

„ლივერპული“ – „ბარსელონა“ 4:0 (1:0) VIDEO

ლივერპული, „ენფილდ როუდი“

მაყურებელი: 55 212

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (ვეინალდუმი 46); ჰენდერსონი, ფაბინიო, მილნერი; შაქირი (სტარიჯი 90), ორიჯი (გომესი (85), მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა; ვიდალი (არტური 75), ბუსკეტსი, რაკიტიჩი (მალკომი 80); მესი, სუარესი, კოუტინიო (სემედუ 60)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 1:0 ორიჯი (7), 2:0 ვეინალდუმი (54), 3:0 ვეინალდუმი (56), 4:0 ორიჯი (79)

გაფრთხილება: ფაბინიო (11), მატიპი (66) - ბუსკეტსი (45), რაკიტიჩი (53), სემედუ (76)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 7 (5) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.186705
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X