ფეხბურთი

0:47 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "თავისუფლად უნდა ვითამაშოთ, რადგან დასაკარგი არაფერი გვაქვს"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ამსტერდამის „აიაქსთან“ მატჩისწინ იმედიანადაა განწყობილი და ამბობს, რომ მის გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს.

არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, ვერავინ იფიქრებდა, რომ „ტოტენჰემს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შანსი ექნებოდა და ამიტომ, საჭიროა მომცემული მომენტით „ტოტენჰემმა“ სიამოვნება მიიღოს.

„აიაქსი“ ძალიან კარგი იყო პირველი მატჩის საწყის ნახევარ საათში. ეს არის გუნდი, რომელიც სავსეა ნიჭიერი ფეხბურთელებით, ჰყავს კარგი მწვრთნელი და აბსოლუტურად დამსახურებულად იმყოფება ამ ეტაპზე.

ჩვენთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. სონი პირველ თამაშში დაგვაკლდა, შაბათს წითელი ბარათი მიიღო, მაგრამ გუნდის თამაში მასთან ერთად გაცილებით მნიშვნელოვანია. ხვალ ჩვენი ამოცანა ძალიან რთულია, რადგან პირველი შეხვედრის ანგარიში ჩვენთვის ნეგატიურია. თუმცა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ვიცით, რომ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი და გავიმარჯვოთ. ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტია.

ნახევარფინალში თამაში დიდებულია, უფრო თავისუფლად უნდა ვითამაშოთ, რადგან დასაკარგი არაფერი გვაქვს. არავინ ფიქრობდა, რომ აქამდე მოვიდოდით და სეზონის ბოლო კვირამდე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შანსი გვექნებოდა. ამიტომ, ეს სასიამოვნოა და უნდა გვჯეროდეს გამარჯვების.

ხუთი წლის წინ ინგლისის ტოპ ოთხ გუნდში მოვხვდით, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავედით, მერე მერვედფინალში, ახლა კი ნახევარფინალში ვიმყოფებით. ზედიზედ სამი სეზონია ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ და ამ ეტაპამდე მოვედით“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, „აიაქსისა“ და „ტოტენჰემის“ შეხვედრა 8 მაისს „იოჰან კრუიფ არენაზე“ გაიმართება და ჰოლანდიური გრანდი უპირატესობას ფლობს, რადგან ლონდონში პირველი შეხვედრა მოგებული აქვს (1:0).

0.158539