ჩოგბურთი

23:56 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი გრუნტის საფარს გამარჯვებით დაუბრუნდა

ბოლოს როჯერმა გრუნტის საფარზე 2016 წელს რომი მასტერსზე ითამაშა, მას შემდეგ სამი წელია როჯერი გრუნტის საფარს შეგნებულად ტოვებს.

ახლა კი როჯერმა წლების შემდეგ თიხის საფარიან ტურნირზე, მადრიდის მასტერსზე ითამაშა და პირველი გამარჯვებაც გაიფორმა. შვეიცარიელმა ფრანგი რიშარ გასკე 6:2, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა მხოლოდ 54 წუთი გაგრძელდა.

მომდევნო ეტაპზე ფედერერის მეტოქე ფუჩოვიჩი-მონფილსის გამარჯვებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112431