ფეხბურთი

18:30 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძის გუნდს 6 წუთში 3 ფეხბურთელი გაუძევეს, ფანებმა მსაჯზე თავდასხმა სცადეს (+VIDEO)

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 32-ე ტურში გიორგი მაკარიძის „სეტუბალმა“ „ბოავიშტასთან“ საკუთარ მოედანზე 0:3 წააგო. მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ 67-ე წუთზე ჟოზე სემედუმ წითელი ბარათი მიიღო, ხოლო რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა „სეტუბალმა“ გოლი მაშინვე გაუშვა.

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ჟოზე კოსტამ 6-წუთიანი ინტერვალში „სეტუბალს“ სამი ფეხბურთელი გაუძევა (67-ე წუთზე სემედუ, 71-ე წუთზე ზეკინია, 73-ე წუთზე კადიზი)!

მაკარიძის გუნდმა სამიდან ორი გოლი მაშინ გაუშვა, როდესაც მოედანზე 8 ფეხბურთელით იმყოფებოდა და ასეთ ვითარებაში ეს მოულოდნელი არც ყოფილა. პარალელურად კი, „სეტუბალის“ გულშემატკივრებმა მოედანზე შეჭრა და მსაჯზე თავდამსხმა სცადეს და თავს დაესხნენ საკომენტატორო ჯიხურსაც.

საბოლოოდ, ყველაფერი პოლიციისა და სტადიონის დაცვის ჩარევით მოწესრიგდა და თამაში დასრულდა. „სეტუბალი“ კი სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ორი ქულითაა დაცილებული. ხსენებულ შეხვედრაში გიორგი მაკარიძემ შეუცვლელად ითამაშა.

0.112402