ფეხბურთი

18:03 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძანიოლო: "იუვენტუსზე" უარს ვინ იტყვის?"

იტალიური „რომას“ ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო „იუვენტუსში“ გადასვლას არ გამორიცხავს. 19 წლის ფეხბურთელის განცხადებით, „რომაში“ ბედნიერია, მაგრამ „ბებერ ქალბატონში“ თამაში ყველას უნდა.

„რომაში“ ბედნიერი ვარ, მაგრამ ვინ იტყვის უარს „იუვენტუსის“ წინადადებაზე? ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილება „რომამ“ უნდა მიიღოს“, - ციტირებს ძანიოლოს სიტყვებს Calciomercato.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ძანიოლო „რომაში“ პირველ სეზონს ატარებს და დღემდე ჩატარებულ 34 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა. „იუვენტუსი“ იტალიელი ტალანტის შეძენით კარგა ხანია დაინტერესებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115077