ფეხბურთი

17:22 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" 129-წლიანი მიღწევა გაიმეორა

„მანჩესტერ სიტიმ“ „პრესტონ სიტის“ მე-19 საუკუნეში მიღწეული შედეგი გაიმეორა. „ქალაქელებმა“ პრემიერლიგის 37-ე ტურში „ლესტერს“ (1:0) მოუგეს და 1890 წლის შემდეგ პირველი გუნდი ინგლისის ჩემპიონატში, რომელმაც ერთ სეზონში ყველა მეტოქე მინიმუმ ერთხელ მაინც დაამარცხა.

„სიტის“ „ლესტერთან“ პირველ წრეში წაგებული ჰქონდა, მაგრამ რადგან მეორე წრეში დაამარცხა, გამოვიდა, რომ დანარჩენი 19 გუნდი მიმდინარე სეზონში ერთხელ მაინც დაამარცხა.

ბოლოს მსგავს შედეგს „პრესტონმა“ მიაღწია, რომელმაც 1888-1889 და 1889-1890 წლების სეზონში მიჯრით ორჯერ მოახერხა ყველა მეტოქის მინიმუმ ერთხელ დამარცხება.

0.113876