ფეხბურთი

12:50 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ ზაფხულში ფეხბურთელებს არ შეიძენს

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა, ლეონარდომ, განაცხადა, რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას აქტიური არ იქნება და ამას თავისი მიზეზი აქვს.

„კლუბში ბოლო დროს ბევრი ცვლილება მოხდა. დიახ, ახლა რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში ვართ. უპირველესად საქმეები უნდა დავალაგოთ. ახლანდელ შემადგენლობას არავინ დაარღვევს. არც დიდი ინვესტიციები იქნება. ამ მხრივ შეზღუდულები ვართ.“ - უთხრა ლეონარდომ Sky Sport Italia-ს.

0.111207