ფეხბურთი

9:04 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთაა“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, პრემიერლიგის 37-ე ტურში, „ლესტერთან“ გამარჯვების შემდეგ (1:0), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ერთი თამაში დაგვრჩა და ისეთივე მძიმე მატჩი გველის, როგორიც „ლესტერთან“ იყო. ხომ ნახეთ „ბრაიტონმა“ რა კარგად ითამაშა „არსენალთან.“ მაგრამ ისევ გასამარჯვებლად ვიბრძოლებთ. „ლივერპულს“ შვიდი ქულით ჩამოვრჩებოდით და ერთი პუნქტით ვუსწრებთ. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთაა.

ვნახოთ, „ბრაიტონი“ ყრუ დაცვაში ჩადგება თუ შეგვიტევს. ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა ჩემპიონობამდე და ვიმედოვნებ, ღირსეულად ვითამაშებთ.“ - უთხრა გვარდიოლამ BBC.

0.125077