ფეხბურთი

22:51 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "3:0 უნდა დავივიწყოთ და ვითამაშოთ ისე, როგორც ფინალში"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ ფრთხილობს და ამბობს, რომ „ენფილდ როუდზე“ თამაში რთულია.

ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, თუ მისი გუნდი პირველი თამაშის შედეგზე ყურადღებას გაამახვილებს, ეს შეცდომა იქნება.

„არ უნდა ვიფიქროთ პირველ თამაშზე და შედეგზე, რადგან ასე თუ მოვიქცევით, შეცდომას დავუშვებთ. ხვალინდელ შეხვედრას ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ფინალს, რადგან ასეთი გულშემატკივრების წინაშე თამაში ძალიან რთულია. მნიშვნელოვანია, რომ თამაში გავაკონტროლოთ, რადგან დარწმუნებული ვარ, „ლივერპული“ შემტევ ფეხბურთს ითამაშებს და ეცდება ჩვენთვის არასასიამოვნო ეპიზოდები შექმნას.

რატომ დავასვენე ყველა წამყვანი ფეხბურთელი? ახლა სეზონის გადამწყვეტი ეტაპია და ამიტომ, მნიშვნელოვანია ფეხბურთელები ტრავმებს ავარიდოთ. სალაჰი და ფირმინო დაშავდნენ და ეს „ლივერპულისთვის“ სერიოზული დანაკლისია, რადგან ორივე დიდებული ფეხბურთელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვითამაშებთ მეტოქის წინააღმდეგ, რომელამც პრემიერლიგაშ ერთადერთი თამაში წააგო და რომელსაც, ყოველთვის ფანტასტიკური სტრატეგია აქვს“, - აღნიშნა ველვერდემ.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა სამშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ ესპანელებმა პირველი თამაში საკუთარ მოედანზე 3:0 მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107066