ფეხბურთი

17:40 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას "რეალში" გადასვლის შანსი გაიზარდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას მადრიდის „რეალში“ გადასვლის შნასი გაიზარდა. Marca-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც „წითელმა ეშმაკებმა“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსი დაკარგეს, ფრანგის ესპანეთში გადაბარგების შანსი კიდევ უფრო გაიზარდა.

პოგბას თამაში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში სურს და ამის შესაძლებლობა დამდეგ სეზონში „მანჩესტერის“ რიგებში არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ პოგბას „სამეფო კლუბს“ აქამდეც აქტიურად უკავშირებდნენ და რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობით, ესპანურ გრანდთან პირადი კონტრაქტიც შეათანხმა.

აქვე გეტყვით, რომ პოგბას მიმართ ინტერესს „რეალის“ გარდა, ტურინის „იუვენტუსიც“ იჩენს.

0.111404