ფეხბურთი

14:52 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანს მოდრიჩის მადრიდულ მომავალში ეჭვი ეპარება

მადრიდის „რეალისა“ და ლუკა მოდრიჩის გზები შესაძლოა ზაფხულში გაიყაროს. As-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანს ეჭვი ეპარება, რომ ხორვატი ფეხბურთელი გუნდისთვის ისევ სასარგებლო ფეხბურთელი ექნება.

როგორც ესპანური გამოცემა წერს, ზიდანი მიიჩნევს, რომ მოდრიჩმა კარიერის პიკს უკვე მიაღწია და ამიერიდან მხოლოდ რეგრესის გზაზე იქნება. რაც მის მომავალს მადრიდში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

თავად მოდრიჩს „რეალის“ დატოვება არ სურს, მაგრამ სასურველი წინადადების შემთხვევაში მზადაა გუნდთან ითანამშრომლოს.

მიმდინარე სეზონში ხორვატმა ნახევარმცველმა 44 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. „სამეფო კლუბთან“ 33 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სტატისტიკა
0.259196