ფეხბურთი

14:26 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "რატომ ადიდებენ კლოპს, რომელიც დამარცხებული მწვრთნელია?"

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო „ლივერპულის“ თავკაც იურგენ კლოპს აკრიტიკებს. კაპელოსთვის გაუგებარია, რატომ აღმერთებს ხალხი კლოპს და რატომ აკრიტიკებს მასიმილიანო ალეგრის.

„კლოპით მეც აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ნამდვილ პრობლემად მიმაჩნია, რომ ალეგრის აკრიტიკებენ, ხოლო კლოპს ადიდებენ. თუ ალეგრი ფინალს მოიგებს, ნამდვილი ფენომენად მოვიხსენიებთ, მაგამ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელმაც 5 სკუდეტო მოიგო და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა. ვაკრიტიკებთ მწვრთნელს, რომელიც გადამწყვეტ მატჩებს წამყვანი მოთამაშეების ტრავმებით შეხვდა და ეს ძვირად დაუჯდა.

კლოპი? ის საფრთხელ ქმნის, რადგან ყველა აქებს, მაგრამ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამარცხებული მწვრთნელია“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ იურგენ კლოპი ჟოზე მოურინიომაც გააკრტიკა, რომლის განცხადებითაც, გერმანელს თითქმის 4 წელია „ლივერპულში“ ერთი ტიტულიც კი არ მოუგია.

Loading...
სტატისტიკა
0.257097