ფეხბურთი

11:19 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდომ კარიერის განმავლობაში საუკეთესო პარტნიორი დაასახელა

ლეგენდარულ ბრაზილიელ თავდამსხმელს რონალდოს ვის გვერდით არ უთამაშია, დიდი ალბათობით, სათვალავიც აგვერევა - რომარიო, რონალდინიო, ზინედინ ზიდანი, რობერტო ბაჯო, კრისტიან ვიერი, რივალდო ა.შ და ა.შ...

ამიტომაც, „ფენომენს“ ასეთი კითხვა დაუსვეს: ვინ იყო მისი საუკეთესო მეწყვილე მოედანზე. რონალდოს პასუხი ძალიან ბევრისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა:

„ჩემი საუკეთესო პარტნიორი? ლუკ ნილისი, ბელგიელი თავდამსხმელი, რომლის გვერდითაც პსვ ეინდჰოვენში ვთამაშობდი. ის ყველა თამაშზე ბევრ პასს მაძლევდა, ის არ ყოფილა ზიდანზე უკეთესი, მაგრამ ყოველთვის ჩემთვის თამაშობდა. ბურთს მომცემდა და მე გოლს ვიტანდი“, - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, პსვ ეინდჰოვენი რონალდოს პირველი ევროპული გუნდი იყო და ჰოლანდიურ გრანდში 1994-1996 წლებში 57 მატჩი ჩაატარა და 54 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ნილისს, პსვ-ში ისიც 1994 წელს მივიდა, მაგრამ „ფილიპს არენაზე“ გაცილებით ხანგრძლივი პერიოდი გაატარა (2000 წლამდე), ვიდრე რონალდომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132824