ისტორია

9:47 | 6.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

6 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1983 - დაიბადა დანი ალვეში. ბრაზილიის ნაკრების, “სევილიასა” და “ბარსელონას” მცველი. სევილიელთა შემადგენლობაში უეფას თასის ორგზის მფლობელი (2006, 2007). ამავე გუნდის რიგებში გამოსვლისას ევროპის სუპერთასისა და ესპანეთის თასის მფლობელი. 2003 ახალგაზრდათა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2007 და 2009 წლებში მოიგო კონფედერაციათა თასი, 2007-ში კოპა ამერიკა. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 79 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. “ბარსელონას” შემადგენლობაში 2009 წელს მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონობა და თასი, ევროპის და ესპანეთის სუპერთასები. ესპანეთის ოთხგზის ჩემპიონი, ორჯერ ფლობდა ჩემპიონთა ლიგის თასს, ოთხჯერ ესპანეთის სუპერთასს, ორჯერ ქვეყნის თასს. 2011-ში კიდევ ერთხელ მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1860 - სან ფრანსისკოში ოლიმპიური კლუბი დაარსდა. იგი ათლეტთა პირველი კლუბია აშშ-ში.

1921 - ამერიკაში საფეხბურტო ლიგა დაარსდა.

1951 - ინგლისში, საფეხბურთო მესამე დივიზიონის კლუბ “სტოკ პორტის” რიგებში მამა-შვილმა ალექს და დევიდ ჰერდებმა “ჰართლპულის” წინააღმდეგ ითამაშეს.

1959 - დაარსდა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია. ორგანიზაციის პრეზიდენტად ვალენტინ გრანატკინი დაინიშნა. მას 1949 წლიდან ფიფას ვიცე-პრეზიდენტის პოსტიც ეკავა.

1970 - როტერდამის “ფეიენოორდი” პირველი ჰოლანდიური კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიპოვა. მილანის “სან სიროზე” 53 ათასი მაყურებლის თანდასწრებით “ფეიენოორდმა” დამატებით დროში 2:1 გლაზგოს “სელტიკი” დაამარცხა. გოლები ჯემილმა (“სელტიკი”), იზრაელმა და კინდვალმა (“ფეიენოორდი”) გაიტანეს. “ფეიენოორდი”: პიეტერსი, გრააფლანდი, რომელინი (ჰააკი), ლაზერომსი, იზრაელი, ვან დუივენბოდე, ვან ჰაზილი, იანსენი, ვან ჰანეგემი, ვერი, კინდვალი, მულინი. Gუნდს ბელგიელი სპეციალისრი ერნსტ ჰაპელი წვრთნიდა. “სელტიკი”: უილიამსი, ჰეი, ბროგან, მაკნილი, ჯემილი, მერდოკი, ოლდი (კონელი), ჯონსტონი, ლენოქსი, უოლესი, ჰიუზი. მთავარი მწვრთნელი ჯოკ სტინი.

1979 - ფრედ მარკამმა 200 მეტრზე ველოსიპედით რბოლაში სისწრაფის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (81,8 კმ/სთ).

1981 - UEFA-ს თასის გათამაშების ფინალის პირველ მატჩში, “იფსვიც თაუნმა” საკუთარ “პორტმან როუდის” სტადიონზე 27 500 მაყურებლის თანდასწრებით, “ალკმაარს” 3:0 სძლია. გოლები უორკმა, ტიისენმა და მარინერმა გაიტანეს. “იფსვიჩი”: კუპერი, მილსი, ოსმანი, ბუტჩედრი, მაკოლი, ტიისენი, უორკი, მიურენი, მარინერი, ბრეზილი, გეითსი. “ალკმაარი”: ტრეიტელი, ვან დერ მეერი, მეტგოდი, სპელბოსი, ჰოვენკამპი, პეტერსი, იონკერი, არანცი, ნიგაარდი, კისტი, ტოლი.

1984 - “ფორმულა-1”-ის იმოლას (სან მარინო) გრან-პრი ალენ პროსტმა (“მაკლარენი”) მოიგო.

1986 - მადრიდის “რეალმა” UEFA-ს თასი მოიპოვა. განმეორებით ფინალურ შეხვედრაში, კასტილიელები კიოლნში “კიოლნთან” 0:2 დამარცხდნენ (გოლები ბაინმა და გაილენკირხენმა გაიტანეს), მაგრამ პირველი მატჩი 5:1 ჰქონდათ მოგებული და საპატიო პრიზიც მადრიდელებს დარჩათ. “კიოლნი”: შუმახერი, პრესტინი, გილჰენი,გაილსი (შმიცი), გაილენკირხენი, შტაინერი, ბაინი, ჰანერბახი, იანსენი (პიზანტი), ლიტბარსკი, ალოფსი, “რეალი”: აგუსტინი, ჩენდო, მასედა, სოლანა, კამაჩო, მიჩელი, გალიეგო, ვალდანო, გორდილიო, ბუტრაგენიო (ხუანიტო), სანჩესი (სანტილიანა).

1987 - UEFA-ს თასის გათამასების ფინალის პირველ მატჩში, “გეტებორგმა” სტოკჰოლმის “ულევის” სტადიონზე 50 ათასი მაყურებლის თანდასწრებით დანდი იუნაიტედს 1:0 მოუგო. გოლი პეტერსონმა გაიტანა. “გეტებორგი”: ვერნერსონი, კარლსონი, ჰისენი, ლარსონი, ფრედრიკსონი, იოჰანსონი (რ. ნილსონი), ტოლდ ჰოლგმრენი (ზეტერლუნდი), ანდერსონი, ტომი ჰოლგრენი, პეტერსონი, ლ. ნილსონი, “დანდი იუნაიტედი”: ტომპსონი, მელპასი, ჰეგართი (კლარკი), ჰოლტი, მაკინალი, კირკვუდი, ბოუმენი, ბენონი, სტაროკი (ბომონტი), რედფორდი.

1991 - იაპონიაში გამართულ მძლეოსანთა ტურნირზე უკრაინელმა სერგეი ბუბკამ სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6.07 მ).

1992 - თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, ბრემენის “ვერდერმა” ლისაბონის “ლა ლუჟის” სტადიონზე 16 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, “მონაკო” 2:0 დაამარცხა და საპატიო პრიზი მოიპოვა. გოლები ალოფსმა და რუფერმა გაიტანეს. “ვერდერი”: როლმანი, ვიოლერი (შააფი), ბოროვკა, ბრატსეტი, ბოდე, ბოკენფელდი, აილტსი, ვოტავა, ნოიბარტი (კიონი), რუფერი, ალოფსი. “მონაკო”: ეტორი, ვალერი (ჯორკაეფი), პეტი, მენდი, სონო, დიბი, ნაკო, პასი, ბაროში, ვეა, ფოფანა (კლემენტი).

1994 - სუპერმძიმე წონის მოკრივეთა შორის ბრიტანელმა ლენოქს ლუისმა ფილ ჯექსონი მერვე რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

1995 - “სპორტინგისა” და “ბენფიკას” ლისაბონური მორიგი დერბის დროს “ესტადიო ჟოზე ალვალადეს” სტადიონის ერთ-ერთი ზედა იარუსი ჩამოინგრა, რასაც ერთი ქომაგის სიცოცხლე შეეწირა, 25 გულშემატკივარი კი მძიმედ დაშავდა.

1997 - რიკ პიტონი “ბოსტონ სელტიკსის” მთავარი მწვრთნელი გახდა.

1998 - პირველად UEFA-ს თასის გათამაშების ისტორიაში, გამარჯვებული ფინალურ შეხვედრაში გამოვლინდა. მილანის “ინტერმა” პარიზის “სტად დე ფრანსის” სტადიონზე რომის “ლაციო” 3:0 დაამარცხა და საპატიო თასი მოიპოვა. გოლები სამორანომ, ძანეტიმ და რონალდომ გაიტანეს. “ინტერი”: პალიუკა, კოლონეზე, ფრეზი, ძანეტი, ვესტი, ჯორკაეფი (მორიერო), ვინტერი (კოე), ზე ელიასი, სიმეონე, სამორანო (გოტარდი), რონალდო. “ლაციო”: მარკეჯანი, ფავალი, ნეგრო, ნესტა, გრანდონი, ფუზერი, ვენტურინი (ალმეიდა), ნედვედი, იუგოვიჩი, კაზირაგი, მანჩინი.

2008 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ვარსკვლავი კობი ბრაიანტი წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

2009 - ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში “ბარსელონამ” ლონდონის “სტემფორდ ბრიჯზე” 1:1 ითამაშა (“კამპ ნოუზე” შეხვედრა 0:0 დასრულდა) და ფინალში გავიდა.

2009 - კობი ბრაიანტმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი ოფში მეშვიდედ გადაბიჯა 40 ქულიან ზღვარს, მისმა “ლეიკერსმა” კი “ჰიუსტონ როკითსს” 111:98 სძლია.

2011 - საკალათბურთო ევროლიგის ფინალში ათენის “პანათინაიკოსი” და თელ ავივის “მაკაბი” გავიდნენ. ათენელები მეშვიდედ გავიდნენ ამ ტურნირის ფინალში, თელავიველები კი 14-ედ, რითაც მადრიდის “რეალის” რეკორდი გაიმეორეს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ “მაკაბიმ” ნახევარფინალში სწორედ “რეალს” მოუგო (82:63).

2012 - ბეძნულ-რომაული ჭიდაობაში ჰელსინკის სალიცენზიო ტურნირში ლონდონის ოლიმპიადისსაგზურებიმოიპოვეს: რევაზ ლაშხმა, ვლადიმერ გეგეშიძემ და გურამ ფერსელიძემ.

2012 - წყალბურთ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში სლოვიანკას თასი მოიგო.გუნდის მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე იყო.

2013 - "მაიამის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი მეოთხედ აღიარეს ნბა-ს რეგულარული გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ. გამოკითხული 121 სპორტული ჟურნალისტიდან 120-მა პირველი ადგილი ლებრონს მიაკუთვნა, ჯამში ჯეიმსმა 1207 ქულა დააგროვა და უდიდესი სხვაობით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ კევინ დურანტს (765). მესამე საფეხურით დაკმაყოფილდა "ნიუ იორკის" ფორვარდი კარმელო ენტონი (475), მეოთხე კრის პოლია (289), ხოლო საუკეთესოთა ხუთეული ლეგენდარულმა კობი ბრაიანტმა შეკრა (184).

ლებრონ ჯეიმსის ამ წარმატებამდე, ნბას ისტორიაში მხოლოდ ბილ რასელს ჰქონდა 5 სეზონში MVP-ის 4 ტიტული მოგებული (1961, 62, 63, 65 წლებში).

ამ დღეს დაიბადნენ

1905 - ნედ აირიში. კალათბურთელი, პრომოუტერი. ნიუ იორკის “მედისონ სკვერ გარდენის” აშენების ინიციატორი.

1923 - ხოსე სეგერი. 1943-57 წლებში “ბარსელონას” შემტევი მცველი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 372 მატჩი, გაიტანა 73 გოლი. ესპანეთის ხუთგზის ჩემპიონი. ამდენჯერვე ფლობდა ქვეყნის თასს.

1937 - შოუ ბრინანი. 1950-60-იან წლებში “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი. 1968 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ინგლისის ოთხგზის ჩემპიონი და ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 355 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. ერთ-ერთი მანჩესტერელი ფეხბურთელი, რომელიც 1958 წლის ავიაკატასტროფის დროს გადარჩა.

1940 - ვიაჩესლავ სტარშინოვი. საბჭოთა ჰოკეისტი, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული.

1941 - ივიცა ოსიმი. იუგოსლავიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1986-92 წლებში წვრთნიდა იუგოსლავიის ნაკრებს. წარმატებით მუშაობდა საბერძნეთში, ავსტრიასა და იაპონიაში.

1947 - რიჩარდ ფოსბიური. სიმაღლეზე ხტომაში 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. გამოირჩეოდა ხტომის ორიგინალური სტილით, რომელსაც მოგვიანებით “ფოსბიურის ნახტომი” ეწოდა.

1953 - გრემ ჯეიმს სუნესი. შოტლანდიის ეროვნული ნაკრების, “ტოტენჰემის”, “მიდლსბროს”, “ლივერპულის”, “სამპდორიასა” და “რეინჯერსის” ფეხბურთელი. გლაზგოში მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსით მუშაობდა. საკლუბო დონეზე ჩაატარა 539 მატჩი, გაიტანა 73 გოლი. 1978, 1981 და 1984 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა თასი. 1979, 1980, 1982, 1983 და 1984 წლებში გახდა ინგლისის ჩემპიონი. სამჯერ მოიგო ინგლისის სუპერთასი. შოტლანდიის ჩემპიონი (1987, 1989, 1990, 1991). იტალიის თასის მფლობელი (1985). წვრთნიდა “ლივერპულს”, “გალათასარაის”, “საუთჰემპტონს”, “ტორინოს”, “ბენფიკას”, “ბლექბერნს”, “ნიუკასლს”. მწვრთნელობისას დაეუფლა თურქეთის თასსა და სუპერთასს, ინგლისის თასს, ინგლისის ლიგის თასს.

1972 - ნაოკო ტაკაჰაში. იაპონელი მძლეოსანი. მარათონულ გარბენში 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1976 - ივან დე ლა პენია. ესპანეთის ეროვნული ნაკრების, “ბარსელონას,” “ლაციოს,” “სელტიკისა” და “ესპანიოლის” ფეხბურთელი. “ბარსელონასა” და “ლაციოსთან” ერთად მოგებული აქვს თასების თასი. მოპოვებული აქვს ევროპის სუპერთასი და ესპანეთის თასი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 5 მატჩი.

1978 - ტონი ესტანგე. ფრანგი ნიჩბოსანი. კანოეთი ასპარეზობისას 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1980 - ბრუკ ბენეტი. 800 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში 1996 და 2000 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1983 - დანი ალვეში. ბრაზილიის ნაკრების, “სევილიასა” და “ბარსელონას” მცველი. სევილიელთა შემადგენლობაში უეფას თასის ორგზის მფლობელი (2006, 2007). ამავე გუნდის რიგებში გამოსვლისას ევროპის სუპერთასისა და ესპანეთის თასის მფლობელი. 2003 ახალგაზრდათა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2007 და 2009 წლებში მოიგო კონფედერაციათა თასი, 2007-ში კოპა ამერიკა. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 79 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. “ბარსელონას” შემადგენლობაში 2009 წელს მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონობა და თასი, ევროპის და ესპანეთის სუპერთასები. ესპანეთის ოთხგზის ჩემპიონი, ორჯერ ფლობდა ჩემპიონთა ლიგის თასს, ოთხჯერ ესპანეთის სუპერთასს, ორჯერ ქვეყნის თასს. 2011-ში კიდევ ერთხელ მოიგო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1978 - ეჩელდა ბლეიტბეტსი. ცურვაში 1920 წლის ოლიმპიადის სამი ოქროს მედლის მფლობელი.

Loading...
0.12269