ფეხბურთი

22:56 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

იღბლიანი „ჩელსი.“ "არისტოკრატებმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს

კვირის სათამაშო დღე იღბლიანი გამოდგა „ჩელსისთვის.“ თვითონ ხომ 3:0 მოუგო „უოტფორდს,“ მისმა უშუალო მდევრებმა კი ქულები დაკარგეს. ამისდაკვალად, "არისტოკრატებმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს.

ჯერ „მანჩესტერმა“ ვერაფერი დააკლო უკვე გავარდნილ „ჰადერსფილდს,“ შემდეეგ „არსენალი“ შერცხვა „ბრაიტონთან.“ არადა, „მეთოფეებმა“ უკვე მე-8 წუთზე გახსნეს ანგარიში. პენალტი ობამეიანგმა გაიტანა. მეორე ტაიმში მიურეიმ ასევე თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა და ბრაიტონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დარჩენილ დროში ოსტატურად დაიცვეს თავი.

„ჩელსი“ მესამე ადგილზე დადგა, „არსენალმა“ კი ერთობ გაირთულა ოთხეულში, ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა.

ინგლისი

პრემიერლიგა. 37-ე ტური. 5 მაისი

ჩელსი - უოტფორდი 3:0

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 650

1:0 ლოფტუს-ჩიკი (48), 2:0 დავიდ ლუისი (51), 3:0 იგუაინი (75)

ჩელსი: კეპა, ალონსო, კრისტენსენი, ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი (კეჰილი 89), ჟორჟინიო, კანტე (ლოფტუს-ჩიკი 10), კოვაჩიჩი, იგუაინი (ჟირუ 79), აზარი, პედრო

მწვრთნელი: მაურიციო სარი

უოტფორდი: ფოსტერი, მარიაპა, კატკარტი, ფემინია, ოლებასი, ჩალობა (კლევერლი 67), დუკურე, ჰიუზი, პერეირა, დეილოფეუ (საკსესი 83), დინი

მწვრთნელი: ხავი გარსია

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: დუკურე (90)

ჰადერსფილდი - მანჩესტერი 1:1

ჰადერსფილდი. „გელფარმი.“ 24 263

0:1 მაკტომინეი (8), 1:1 მბენზა (60)

ჰადერსფილდი: ლოსლი, კონგოლო, ბაკუნა, შინდლერი, დურმი (სმიტი 46), ჰოგი, მუი, ლიოვე, მბენზა (დიაკაბი 90+1), გრანტი, პრიტჩარდი

მწვრთნელი: იან სევერტი

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი (დალოტი 83), ჯონსი, იანგი, შოუ, პოგბა, მატიჩი (ჩონგი 53), მაკტომინეი, სანჩესი (ერერა 53), მატა, რაშფორდი

მწვრთნელი: ოლე გუნარ სულშერი

მსაჯი: ლი მეისონი

გაფრთხილება: ლოსლი (90+4); ჯონსი (33)

არსენალი - ბრაიტონი 1:1

ლონდონი. „ემირეითსი.“ 59 965

1:0 ობამეიანგი (9, პენ), 1:1 მიურეი (60, პენ)

არსენალი: ლენო, პაპასტატოპულოსი, ლიხტშტაინერი (კოლაშინაცი 77), მონრეალი, მუსტაფი, მხითარიანი (გენდუზი 77), იოზილი, ტორეირა, ჯაკა (აივობი 77), ლაკაზეტი, ობამეიანგი

მწვრთნელი: უნაი ემერი

ბრაიტონი: რაიანი, ბრუნო, დაფი, დანკი, ბერნარდო, სტივენსი, ბისუმა, გროოსი (კავიალი 90+2), ჯაჰანბახში (ნოკარი 46), მიურეი (ანდონე 78), მარჩი

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: პაპასტატოპულოსი (14), ჯაკა (60), ლიხტშტაინერი (65), გენდუზი (83), მუსტაფი (85); გროსი (45+2), დანკი (63)

0.117426