ფეხბურთი

18:15 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ ნეიმარის ყიდვას შეეცდება

მადრიდის „რეალი“ პსჟ-ს ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის შეძენას კვლავ შეეცდება, აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

შარშან გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალს“ ნეიმარის გადაბირება სურდა, მაგრამ მაშინ ესპანელებმა ტრანსფერის განხორციელება ვერ მოახერხეს. ახლა კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „სამეფო კლუბი“ პსჟ-სთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

2017 წელს ნეიმარი პსჟ-ში გადავიდა, რაც 222 მილიონი ევრო დაუჯდა და კლუბთან ერთად ექვსი ტიტული მოიგო. ბრაზილიელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114006