ფეხბურთი

12:51 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მატა შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა ხუან მატამ შესაძლოა კლუბი დატოვოს. ესპანელს "წითელმა ეშმაკებმა" ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა მატამ გადაწყვეტილება ჯერ ვერ მიიღო. როგორც The Mirror-ი იუწყება, ესპანელი დარწმუნებული არაა, რომ სათამაშო დრო ექნება და შესაძლოა კლუბი დატოვოს.

ინგლისური გამოცემა ასევე იუწყება, რომ მადრიდის "ატლეტიკო" ფეხბურთელს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს. მატა მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში მოედანზე 54 წუთს ატარებს. ხუანმა 31 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.

0.116844