სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

16:52 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ოთხეული
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალში ამბები იმდენად უცნაურად წაეწყობოდა, რომ უპირობო ფავორიტის - კატალონიის “ბარსელონას“ გარდა, “ტოტენჰემი“, “აიაქსი“და შარშანდელი ფინალისტი “ლივერპული“ გავიდოდნენ.

ჩამოთვლილი კლუბების კლასსა და მონდომებას ეჭვქვეშ აბა როგორ დავაყენებთ, როდესაც ყველა მათგანმა ურთულესი გზებით იარა და საბოლოო ჯამში ერთმანეთზე ძლიერი მეტოქეები დაიფრინეს. თუმცა, აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ შარშან შემოდგომაზე, როდესაც 2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშება იწყებოდა, ამ ოთხეულის ნახევრაფინალისტობას ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა.

თუკი “ბარსელონას“ წარმატება მოსალოდნელი იყო (მით უმეტეს ბოლო წლებში ერთმანეთზე მიწყობილი წარუმატებლობების ფონზე) შარშან მადრიდის “რეალთან“ მარცხნაჭამი “ლივერპულის“ სტაბილურობა და კვლავ ტიტულისთვის ბრძოლა ნამეტნავად დასაფასებელი ამბავია. თან უნდა გავთვალისწინოთ ისიც, რომ წელს ინგლისის პრემიერლიგა არნახული კონკურენტულობით გამოირჩევა და ლამის ყველა თამაშს (უსახურ აუტსაიდერთანაც კი) გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

მიუხედავად “აიაქსთან“ პირველი შეხვედრაში მარცხისა, ქებათაქება უნდა ვუძღვნათ არგენტინელ მაურიციო პოჩეტინიოს და მის ლონდონურ საწყმსოს. შეიძლება მავანმა თქვას, რომ ლონდონის “ტოტენჰემში“ ძალიან ბევრი ფულია ჩაყრილი და ამ გუნდის ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე წარუმატებლობაც ფულის დამსახურებააო, მაგრამ მხოლოდ ფული რომ აკეთებდეს საქმეს, “მანჩესტერ სიტი“ და ფრანგული “პსჟ“ ევროპის მასშტაბით ოდესმე რაიმეს იზამდნენ. ასე რომ, პელეგრინის ნიჭსა და უნარებს ავყიობანი მაინც ვერაფერს დააკლებს!

აბა ჩვენ ისეთი რა უნდა ვთქვათ ამსტერდამის “აიაქსზე“, რაც ჯერ არ თქმულა და დაწერილა. ამ ახალგაზრდულმა კლუბმა მტერიც და მოყვარეც აალაპარაკა და რაც მთავარია ძველი თაობის ქომაგებში დააბრუნა ლეგენდარული ჰოლანდიური ფეხბურთის გაცოცხლების არცთუ უსაფუძვლო იმედები. ბოლო წლებში ნიდერლანდული საკლუბო ფეხბურთის (დიდად ვერც სანაკრებომ გამოიჩინა თავი) ავტორიტეტი საკმაოდ შეირყა და კლასიც შესამჩნევად დავარდა. ეს ყველაფერი რასაკვირველია ჰოლანდიური კლუბების ევროტურნირებზე საშინელი გამოსვლით გამოიხატა და ერთი შეხედვით უიმედობის განცდას სხვა ვინ შეცვლიდა თუ არა “აიაქსი“. ამსტერდამელებისგან ახლა ყველა უფრო მეტ წარმატებას ველით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “აიაქსისთვის“ მიღწეულიც იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ეს სეზონის წინ წარმოგვედგინა.

ასეა თუ ისე, ნეიტრალური ქომაგებისთვის წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ნამდვილად საინტერესო და დამაინტრიგებელია. ნახევარფინალისტთა განმეორებითი მატჩების წინ, წარმოდგენილი ოთხეული გვაძლევს იმის იმედს, რომ ევროპული ფეხბურთი გამოვა “მილიონერული ტყვეობიდან“ და წინა პლანზე ფეხბურელეებისა და მწვრთნელების ნიჭი წამოიწევს. ალბათ ყველას მოგვენატრა ის დრო, როდესაც ფეხბურთი უბრალოდ თამაში იყო, და არა სხვადასხვა გზით ნაშოვნი მილიონების ერთმანეთზე დატოლება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109589
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X