ფეხბურთი

11:15 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფირმინო "ბარსელონასთან" საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" თავდამსხმელი რობერტო ფირმინო "ბარსელონასთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

"ბარსელონასთან" მატჩისთვის ბრაზილიელი მზად ვერ იქნება, ამის შემდეგ კი შევხედავთ სიტუაციას." - განაცხადა გერმანელმა.

სამხრეთამერიკელმა "ბარსელონასთან" პირველ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და 78-ე წუთიდან ითამაშა. ფირმინომ შესაძლოა პრემიერლიგის ბოლო ტურში "ვულვზისთან" ითამაშოს. მიმდინარე სეზონში რობერტომ 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115063