ფეხბურთი

10:45 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ვილიანის ტრანსფერისთვის 30 მილიონი გაამზადა

კატალონიის "ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ვილიანის სანაცვლოდ 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს შესთავაზებს. აღნიშნული ინფორმაცია The Sun-მა გაავრცელა.

"ბარსელონას" ზამთარში ვილიანის ტრანსფერი ჩაეშალა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა, მაგრამ ესპანელების ფეხბურთელის სანაცვლოდ გაცილებით ნაკლებს იხდიან, ინგლისური გამოცემა კი ირწმუნება, რომ ამის მიზეზი ვილიანის კონტრაქტია. ბრაზილიელს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისში ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება, შესაბამისად ინგლისელები შესაძლოა ზაფხულში დათმობაზე წავიდნენ.

ვილიანი ლონდონელებმა 2013 წელს "ანჟიდან" დაიმატეს. მას შემდეგ სამხრეთამერიკელმა 289 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 52 გოლი და 53 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში ბრაზიელიელმა მეტოქის კარი რვაჯერ აიღო, ხოლო თანაგუნდელებს 14-ჯერ გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110132