ისტორია

9:50 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

5 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2012 წლის 5 მაისს გერმანულ საფეხბურთო ბუნდესლიგაში 336-ე მატჩი ჩაატარა ლევან კობიაშვილმა და ლეგიონერთა შორის გამართული შეხვედრების რაოდენობით ალემანთა უპირველესი დივიზიონის რეკორდი გაიმეორა. ბუნდესმატჩებში ლევანს 31 გოლი დაუგროვდა. კობიაშვილი ზე რობერტუს გაუთანაბრდა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1905 - არგენტინაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “კოლონი”. გუნდა მოპოვებული აქვს არგენტინის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, ლიბერტადორესის თასზე კი საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალში გასვლაა.

1912- ავსტრიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “რიდი”. 1998 წელს მოპოვებული აქვს ქვეყნის თასი, პირველობებზე კი საუკეთესო შედეგი ვიცე-ჩემპიონობაა.

1912- სტოკჰოლმში თანამედროვეობის მეხუთე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა. იგი გახსნილად შვედეთის მეფემ, გუსტავ მეხუთემ გამოაცხადა. თამაშებში მონაწილეობა 28 ქვეყნის 2547 სპორტსმენმა (2490 მამაკაცი, 57 ქალი) მიიღო. ათლეტებმა მედლები სპორტის 12 სახეობაში გაითამაშეს.

1956- ტოკიოში ძიუდოისტთა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა.

1956- ლონდონის “უემბლიზე” მიმდინარე საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალში “მანჩესტერ სიტის” გოლკიპერმა ბერტ ტრაუტმანმა “ბირმინგემის” ფორვარდის პიტერ მერფის შეტევა ფორვარდის ფეხებში ვარდნით გააუვნებელყო. ამ მომენტში მან კისრის არეში ტკივილი იგრძნო, თუმცა, ასპარეზობა განაგრძო. ტრაუტმანის საიმედო თამაშის წყალობით მანჩესტერელებმა 3:1 მოიგეს და თასი დაისაკუთრეს, მოგვიანებით გაკეთებულმა გამოკვლევამ კი ცხადჰყო, რომ “სიტის” მეკარემ კისრის მალის მოტეხილმა იასპარეზა, რითაც არა მარტო მისი ჯანმრთელობა, არამედ სიცოცხლეც კი საფრთხეში იყო.

1966- თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე,” 41 მაყურებლის თანდასწრებით, დორტმუნდის “ბორუსიამ” დამატებით დროში “ლივერპული” დაამარცხა (2:1) და საპატიო პრიზი მოიპოვა. გოლები ჰელდმა და ლიბუდამ (“ბორუსია”) და ჰანტმა (“ლივერპული”) გაიტანეს. “ბორუსია”: ტილკოვსკი, შილიაკი, პაუელი, რედერი, კურატი, ასაუერი, ლიბუდა, შმიტი, ჰელდი, შტურმი, ემერიჰი. “ლივერპული”: ლოურენსი, ლოუერი, იატსი, ბირნი, მილნი, სტევენსონი, კალაგანი, ჰანტი, სენტ ჯონი, სმიტი, ტომპსონი.

1969- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში “ბოსტონ სელტიკსმა” “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” დაამარცხა და NBA-ს რიგით ოცდამესამე ჩემპიონი გახდა.

1976- თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, ბრიუსელის “ეიზელის” სტადიონზე 58 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, “ანდერლეხტმა” ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედი” 4:2 დაამარცხა და საპატიო პრიზი მოიპოვა. გამარჯვებულთაგან გოლები რენსემბრინკმა (2) და ვან დერ ელსტმა (2) გაიტანეს, ხოლო დამარცხებულთაგან თავი ჰოლანდმა და რობსონმა გამოიჩინეს. “ანდერლეხტი”: რუიტერი, ლომე, ვან ბანტსი, ტისენი, ბროსი, დოქსი, კოეკი (ვერკაუტერენი), ჰაანი, ვან დერ ელსტი, რეზელი, რენსენბრინკი. “ვესტ ჰემი”: დეი, კოულმენი, ლამპარდი (ა. ტეილორი), ტ. ტეილორი, მაკდოუელი, ბონდსი, ბრუკინგი, ჰადონი, ჰოლანდი, ჯენინგსი, რობსონი.

1980- კანადელი კლიფ ტორნბორნი პირველი არაინგლისელი გახდა, რომელმაც სნუკერში (ბილიარდის სახეობა) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1982- UEFA-ს თასის გათამაშების ფინალის პირველ მატჩში, “გეტებორგმა” “ულევის” სტადიონზე 42 500 მაყურებლის თანდასწრებით, “ჰამბურგი” 1:0 დაამარცხა. გოლი ტორდ ჰოლმგრენმა გაიტანა. “გეტებორგი”: ვერენსონი, სვენსონი, ჰისენი, კ. კარლსონი, ფრედრიკსონი, ტოდ ჰოლმგრენი, ი. კარლსონი, სტრომბერგი, კორნელიუსონი, ნილსონი (სანდბერგი), ტომი ჰოლმგრენი (შილერი). “ჰამბურგი”: შტაინი, კალტცი, იაკობსი, ჰირონიმუსი, გროჰი, ჰარტვიგი, ვერმაიერი, მაგათი, ფონ ჰეესენი (მემე-რინგი), ბასტრუპი, ჰრუბეში.

1990- მადრიდის “რეალმა” ესპანური პრიმერა დივიზიონის დასკვნით მატჩში “ოვიედოს” 5:2 მოუგო და ერთ ჩემპიონატში გატანილ გოლთა რეკორდი (107) დაამყარა.

1992- უბედური შემთხვევა მოხდა “ბასტიას” სტადიონ “ფურიანზე”. კორსიკელები საფრანგეთის თასის ნახევარფინალში “მარსელს” მასპინძლობდნენ, როცა ერთ-ერთი ტრიბუნა ჩამოინგრა და 19 გულშემატკივრის სიცოცხლე შეიწირა.

1993- UEFA-ს თასის გათამაშების ფინალის პირველ მატჩში, ტურინის “იუვენტუსმა” დორტმუნდის “ვესტფალენშტადიონზე” 37 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, “ბორუსიას” 3:1 სძლია. იტალიელთაგან გოლები დინო ბაჯომ და რობერტო ბაჯომ (2) გაიტანეს. გერმანელთა საპასუხო გოლი რუმენიგეს ანგარიშზეა. “ბორუსია”: კლოსი, რაინჰარდტი, ფრანკი (მილი), შმიდტი, გრაერი, ლუში, როიტერი, ცორკი (კარლი), შაპუიზა, რუმენიგე, პოშნერი. “იუვენტუსი”: პერუცი, ფერარა, დე მარკი, დ. ბაჯო, კოლერი, ხულიო სეზარი, კონტე, მაროკი, ვიალი, რ. ბაჯო (დი კანიო), მიოლერი (გალია).

1995- “ბოსტონ გარდენში” უკანასკნელი საკალათბურთო მატჩი ჩატარდა. “ბოსტონ სელტიკსი” “ორლანდო მეჯიქთან” დამარცხდა.

1998- იაპონიაში ერთდროულად 211 მორბენალმა მარათონული დისტანცია საათსა, 38 წუთსა და 50.97 წამში დაფარეს.

2005- უეფას თასის ფინალში თამაშის უფლება მოსკოვის ცსკამ და ლისაბონის “სპორტინგმა” მოიპოვეს.

2008- საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში მწვრთნელ დავით უსტიაშვილის გუნდმა დამრიგებელ ნუგზარ ჭეიშვილის გუნდს 134:118 მოუგო.

2011- უეფას ევროპა ლიგის ფინალში პორტუგალიური გუნდები “პორტო” და “ბრაგა” გავიდნენ.

2012- გერმანულ საფეხბურთო ბუნდესლიგაში 336-ე მატჩი ჩაატარა ლევან კობიაშვილმა და ლეგიონერთა შორის გამართული შეხვედრების რაოდენობით ალემანთა უპირველესი დივიზიონის რეკორდი გაიმეორა. ბუნდესმატჩებში ლევანს 31 გოლი დაუგროვდა. კობიაშვილი ზე რობერტუს გაუთანაბრდა.

2013- ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, „იუვენტუსი“ „პალერმოს“ მასპინძლობდა და არწაგების შემთხვევაში, ტურინელები რიგით 29-ე თუ 31-ე სკუდეტოს ინაღდებდნენ.

„იუვენტუს სთედიუმზე“ გამართული მატჩი მასპინძელთათვის იოლი არ ყოფილა. ანტონიო კონტეს გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პირველ ერთ საათში ანგარიშის გახსნას ვერ ახერხებდა.

ტურინელებმა ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე, საკამათო სიტუაციაში დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით გაიტანეს.

ამ დღეს დაიბადნენ

1900- ჩარლზ ჯუტრო. 500 მეტრზე ციგურებით რბენაში 1924 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1905- ანხელ ბოსიო. 1927-35 წლებში არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მეკარე. 1928 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1930 წლის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. სამხრეთ ამერიკის ორგზის ჩემპიონი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 21 მატჩი.

1924- იბრაგიმ (იბო) სარჯველაძე. თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა 10 წლის განმავლობაში. 1951 წელს მოიპოვა საკავშირო პირველობის ვერცხლის მედალი. ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 168 მატჩი. ერთხელ შიყვანეს “33 საუკეთესოთა” შორის.

1925- ჟელკო ჩაიკოვსკი. 1940-50-იან წლებში იუგოსლავიის ნაკრების ფორვარდი. 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი. ნაკრების 19 მატცში გაიტანა 12 გოლი. წარმატებული სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა გერმანულ ბუნდესლიგაში.

1926- ვიქტოე უგარტე. 1947-63 წლებში ბოლივიის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. ეროვნულ გუნდში გატანილი აქვს 16 გოლი (ქვეყნის ეროვნული გუნდის საუკეთესო მაჩვენებელი). 1963 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ბოლივიის ოთხგზის ჩემპიონი.

1938- ადოლფ შერერი. ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ფორვარდი. 36 მატჩში გაიტანა 22 გოლი. ქვეყნის 1959 წლის ჩემპიონი და მსოფლიოს პირველობის ფინალისტი. მუნდიალის დასკვნითი ეტაპის 6 მატცში გაიტანა 3 გოლი. 1959 წელს გახდა ჩეხოსლოვაკიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს საფრანგეთში ემიგრაციაში გაემგზავრა.

1941- ალექსანდრ რაგულინი. ჰოკეიში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1964, 1968, 1972) და მსოფლიოს ათგზის ჩემპიონი.

1944- ბუ ლარსონი. შვედი ფორვარდი და ნახევარმცველი. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე. შვეციის ნაკრების 70 მატჩში გაიტანა 17 გოლი. 1963 და 1965 წლებში დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად. შვეციის ექვსგზის ჩემპიონი. სამჯერ გახდა ქვეყნის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი.

1946- ერვე რეველი. ფრანგი ფორვარდი. კარიერის დიდი ნაწილი გაატარა “სენტ ეტიენში”. 215 გატანილი გოლით საფრანგეთის პირველი დივიზიონის ბომბარდირებს შორის მესამე ადგილი უკავია. 1969 წელს დაასახელეს ქვეყნის საუკეტესო ფეხბურთელად. ქვეყნის შვიდგზის ჩემპიონი და თასის ოთხგზის მფლობელი.

1958- სერსე კოზმი. იტალიელი მწვრთნელი.

1964- ჰაიკე ჰანკელი (გფრ). დახურულ დარბაზში სიმაღლეზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდსმენი.

1968- იური კალიტვინცევი. უკრაინის ნაკრების, ვოლგოგრადის “როტორის”, კიევის “დინამოს” ნახევარმცველი. უკრაინის ჩემპიონი. 1995 წელს დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად. უკრაინის ნაკრების 22 მატჩში გაიტანა ერთი გოლი.

1976- ხუან პაბლო სორინი. არგენტინის ეროვნული ნაკრების, “კრუზეიროს,” “ლაციოს,” “ბარსელონას,” პსჟ-ს, “ვილიარეალის” და “ჰამბურგის” ფეხბურთელი.

1980- ჯერმერ ჯონსონი. “დენვერ ნაგითსის” მსროლელი (206 სმ).

1980- ისრაელის ნაკრების, ჰაიფას “მაკაბის”, სანტანდერის “რასინგის”, “ვესტ ჰემისა” და “ლივერპულის” შემტევი ნახევარმცველი. ისრაელის ჩემპიონი. “ვესტ ჰემის” რიგებში ინგლისის თასის ფინალისტი.

1981- მარიანო გონსალესი. არგენტინის 20 წლამდელთა ნაკრების, სანტანდერის “რასინგის,” “პალერმოს,” “ინტერისა” და “პორტოს” ფეხბურთელი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1995- მიხეილ ბოტვინიკი. ჭადრაკში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი. 14 წლისამ კუბელი ლეგენდარული დიდოსტატის ხოსე რაულ კაპაბლანკას დამარცხება მოახერხა. პლანეტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტულს იგი 1948 და 1963 წლებში ფლობდა. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ბოტვინიკმა საჭადრაკო სკოლა დააარსა, რომელმაც არაერთი მაღალი კლასის დიდოსტატი (მათ შორის ანატოლი კარპოვი და გარი კასპაროვი) აღზარდა.

Loading...
0.120988