ფეხბურთი

1:35 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სათადარიგო „ბარსელონა“

საკმარისია „ბარსელონას“ შემადგენლობას გადავხედოთ და ყველაფერი ნათელი გახდება. ერნესტო ვალვერდემ ვიგოში ნახევრად სათადარიგო შემადგენლობა გაიყვანა მინდორზე. ძირითადის მოთამაშეებს „ენფილდზე,“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ დასვენების საშუალება მისცა. შესაძლო ტრავმებსაც მოარიდა.

თავისი შეხვედრა წააგო უმოტივაციო „ატლეტიკომაც.“ აი, „სევილიამ“ კი პარასკევს, „ლეგანესთან“ საშინაო მარცხით ერთობ გაირთულა ოთხეულში, ანუ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის ამოცანა.

ესპანეთი

პრიმერა. 36-ე ტური. 4 მაისი

ესპანიოლი - ატლეტიკო 3:0

ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი.“ 20 207

1:0 გოდინი (45+1, საკ. კარში), 2:0, 3:0 იგლესიასი (52, 89 პენ)

ესპანიოლი: ლოპესი, პედროსა, ერმოსო, ნალდო, როსალესი (სანჩესი 86), გრანერო, როკა, დარდერი, უ ლეი (პუადო 79), მელენდო (გარსია 90+1), იგლესიასი

მწვრთნელი: რუბი

ატლეტიკო: ობლაკი, ლუისი, გოდინი, სავიჩი (კორეა 46), ხუანფრანი, ლემარი (მონტერო 59), საული, როდრი (ვიტოლო 59), კოკე, მორატა, გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ხოსე მონტერო

გაფრთხილება: როკა (38); საული (18), მორატა (59)

სელტა - ბარსელონა 2:0

ვიგო. „ბალაიდოსი.“ 22 519

1:0 გომესი (67), 2:0 ასპასი (88, პენ)

სელტა: რუბენი, ოლასა, არაუხო, კაბრალი, მალიო, ბუფალი (მენდესი 71), ლობოტკა, იოკუშლუ, ბუდებუზი (ხოსაბედი 85), გომესი (ბელტრანი 90+1), ასპასი

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ბარსელონა: სილესენი, ვერმალენი, უმტიტი, ტოდიბო (მურილიო 68), არტური (ვიდალი 62), მალკომი, ალენია, პუჩი, ვაგე, დემბელე (კოლადო 60), ბოატენგი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: ხოსე მარტინესი

გაფრთხილება: ბუფალი (31); ვერმალენი (14), უმტიტი (29), ტოდიბო (55), ბოატენგი (72), ვიდალი (79)

ლევანტე - რაიო ვალეკანო 4:1

1:0 კამპანია (14), 2:0 ვეზუ (43), 2:1 გარსია (71), 3:1 ხასონი (85), 4:1 ბარდჰი (90)

30-ე წუთზე მორალესმა (ლევანტე) პენალტი ვერ გაიტანა

გაძევება: ემბარბა (რაიო ვალეკანო, 82)

ალავესი - სოსიედადი 0:1

0:1 ვილიანი (24)

3 მაისი

სევილია - ლეგანესი 0:3

0:1 ენ ნასირი (8), 0:2 ბრეითუაითი (20), 0:3 როდრიგესი (82)