ფეხბურთი

0:57 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ბრძოლაში დარჩა, „კარდიფი“ გავარდა

საჩემპიონო ინტრიგა პემიერლიგაში გრძელდება. „ნიუკასლმა“ და „ლივერპულმა“ „სენტ ჯეიმს პარკზე“ დაძაბული სპექტაკლი წარმოადგინეს, თუმცა ფორტუნამ ბოლოს იმას გაუმართლა, ვისაც უფრო სჭირდებოდა.

მერსისაიდელები პირველი ტაიმის განმავლობაში ორჯერ დაწინაურდნენ. ჯერ ვან დეიკმა გაიტნა საფირმო თავურით, მაგრამ ატსუმ მალევე უპასუხა. მერე სალაჰმა ისევ დააწინაურა სტუმრები, თუმცა მეორე ნახევრის დასაწყისში რონდონმა ისევ გაათანაბრა. მერე რაღაც ნახევარეპიზოდების თამაში გაჩაღდა. ჯარიმებმაც იმატა და ერთ ეპიზოდში სალაჰი მინდორზე დაენარცხა და როგორც ჩანდა, გონება დაკარგა. მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს და მის მაგიერ გამოსული ორიჯის ხილვა „წითლების“ ქომაგებს დიდად არ ეამათ. თუმცა სწორედ ბელგიელი აღმოჩნდა გადამრჩენელი - 86-ე წუთზე მან შაჩირის ჩაწოდებისას საჯარიმოში ყველას დაასწრო და მესამეჯერ დააწყებინა მასპინძლებს ცენტრიდან თამაში.

„ლივერპული“ მინიმუმ ორშაბათამდე ისევ გაპირველდა და „სიტიმ“ „ლესტერთან“ რომც მოიგოს, ჩემპიონი მაინც ვერ გახდება. ასე რომ, წლევანდელი პრემიერლიგის გამარჯვებული ბოლო ტურში გაირკვევა.

„ტოტენჰემსაც“ რთული გასვლა ჰქონდა ბორნმუთში. სტუმრები მეორე ნახევრის დასაწყისისთვის 9 კაცით დარჩნენ მინდორზე. მსაჯმა კრეიგ პოუსონმა ჯერ კორეელი სონი გააძევა უხეშობისთვის, მეორე ტაიმში კი მას ხუან ფოიტიც მიაყოლა, რომელიც სულ ორი წუთის გასული იყო მინდორზე.

გამარჯვებისა კი 91-ე წუთზე ნათან აკემ გაიტანა. „ტოტენჰემი“ ამ მარცხის მიუხედავად, მაინც მესამე ადგილზე დარჩა.

აი, „კარდიფ სიტი“ კი ჩემპიონშიფის გზაზე „ფულემსა“და „ჰადერსფილდს“ შეუერთდა. უელსელებს შინ აუცილებელი მოგება სჭირდებოდათ „კრისტალ პალასთან,“ მაგრამ ვერაფერი თამაში აჩვენეს, 2:3 დამრცხდნენ და პრემიერლიგას დაემშვიდობნენ.

ინგლისი

პრემიერლიგა. 37-ე ტური. 4 მაისი

ბორნმუთი - ტოტენჰემი 1:0

ბორნმუთი. „ვიტალიტი.“ 10 630

1:0 აკე (90+1)

ბორნმუთი: ტრავერსი, კუკი, სმიტი, კლაინი, სიმპსონი, აკე, ლერმა, აიბი (მუსე 76), ფრეიზერი, უილსონი, კინგი

მწვრთნელი: ედი ჰოუ

ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი, როუზი, ალდერვეირელდი (ფოიტი 46), სანჩესი, დაიერი (ვანიამა 46), სისოკო (დევისი 82), ალი, ერიკსენი, სონი, მოურა

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: ლერმა (90+4); დაიერი (11), ალდერვეირელდი (23), სისოკო (40), ვანიამა (90+3), ალი (90+3)

გაძევება: სონი (43), ფოიტი (48)

ნიუკასლი - ლივერპული 2:3

ნიუკასლი. „სენტ ჯეიმს პარკი.“ 52 206

0:1 ვან დეიკი (13), 1:1 ატსუ (20), 1:2 სალაჰი (28), 2:2 რონდონი (4), 2:3 ორიჯი (86)

ნიუკასლი: დუბრავკა, დამეტი, შერი (მუტო 90+1), ლასკელესი, რიტჩი, მანკილიო, კი სუნ ენი, ჰაიდენი, პერესი, ატსუ, რონდონი

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, ლოვრენი (მილნერი 84), რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი (შაჩირი 66), ჰენდერსონი, მანე, სტარიჯი, სალაჰი (ორიჯი 73)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: შერი (45+2); მილნერი (990+2)

ვესტ ჰემი - საუთჰემპტონი 3:0

1:0, 2:0 არნაუტოვიჩი (16, 69), 3:0 ფრედერიკსი (72)

ვულვზი - ფულემი 1:0

1:0 დენდონკერი (75)

კარდიფი - კრისტალ პალასი 2:3

0:1 ზაჰა (28), 1:1 კელი (31, საკ. კარში), 1:2 ბატშუაი (39), 1:3 თაუნსენდი (70), 2:3 რიდი (90+1)

0.113059