ფეხბურთი

1:55 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სპალმა" სერია A-ში ადგილი ზედიზედ მეორედ შეინარჩუნა

მილანის „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში დამაჯერებლადაა, მაგრამ სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე საგზური ოფიციალურად მაინც ვერ გაიფორმა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი 35-ე ტურში „უდინეზეს“ ესტუმრა და ბევრი ვერც ვერაფერი დააკლო. საგოლე შანსი ორივე გუნდს ჰქონდა და შესაბამისად, გამარჯვებაც შეეძლოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ. შედეგად, უგოლო ფრერომელმაც დიდად კმაყოფილი ვერცერთ დატოვა. განსაკუთრებით, მაინც „უდინეზე“, რადგან ფრიულელები „ემპოლის“ მხოლოდ 5 ქულით უსწრებენ და ხვალ ტოსკანელები თუ მოიგებენ, ეს უპირატესობა პრაქტიკულად მინიმუმამდე შემცირდება.

იქამდე, სანამ „ემპოლი“ და „უდინეზე“ იმას არკვევენ, თუ ვინ უნდა გავარდეს, „სპალმა“ ზედიზედ მეორედ მოახერხა ელიტაში დარჩენა. ლეონარდო სემპლიჩის გუნდს გავარდნა ისედაც არ ემუქრებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „კიევო“ 4:0 გაანადგურა, ყველაფერი გააოფიციალურა.

„კიევო“ – „სპალი“ 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 ფელიპე (8), 0:2 ფლოკარი (47), 0:3 ფელიპე (55), 0:4 კურტიჩი (81)

„უდინეზე“ – „ინტერი“ 0:0 (0:0)

თეგებისერია A
Loading...
სტატისტიკა
0.33516