ფეხბურთი

20:04 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცხრაკაციანმა „ტოტენჰემმა“ „ბორნმუთთან“ წააგო

ინგლისური პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩში, „ტოტენჰემი“ „ბორნმუთს“ სტუმრობდა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 91 წუთზე ბორნმუთელთა „პატარა გულიტმა,“ ჰოლანდიელმა ნათან აკემ გაიტანა.

საინტერესოა, რომ ჩრდილოლონდონელებმა შეხვედრის ნახევარი ცხრა ფეხბურთელით ითამაშეს. 43-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის კორეელი სონი გააძევა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი წითელი ბარათი ხუან მარკოს ფოიტმა მიიღო, რომელიც მინდორზე მხოლოდ 2 წუთის გასული იყო. მან ტობი ალდერვეირელდი შეცვალა.

მიუხედავად ამ მარცხისა, „ტოტენჰემი“ ისევ მესამე ადგილზე რჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11099